logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: გლობალური ომის პარტიის და მისი მარიონეტების გეგმები ვიცით, დაფინანსების წყაროები ვიცით, ფონდები ვიცით, რაშიც გვეხმარება ამერიკული „ფარას“ კანონი, რისთვისაც ამერიკელებს მადლობა უნდა გადავუხადოთ
- +

29 სექტემბერი. 2023. 23:17

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჟურნალისტებთან კიევური „მაიდნისა“ და საქართველოში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარების მცდელობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ გადატრიალების მსურველების ტაქტიკა არ იცვლება.

 

„აბსოლუტურად არ იცვლება მათი ტაქტიკა, ჯიუტად, არ კი არა, ვერ ცვლიან. როდესაც საროსკიპოში ისე არ მიდის საქმე, როგორც სურთ, ავეჯ ის გადაადგილება სურათს ვერ შეცვლის. წარმოიდგინეთ 2014 წელი, სისხლიანი მაიდანი, კინოდოკუმენტალისტიკამ შემოგვინახა უმძიმესი კადრები, როდესაც სახურავებიდან, ორივე მხრიდან სნაიპერები ანადგურებდნენ ადამიანებს, რათა დაღვრილიყო სისხლი, მომხდარიყო შეტაკება და იქიდან მშვიდობიან გამოსავალს ადგილი არ ჰქონოდა. ასეთ დროს, აპრილში ჩამოდის „მაიდნის" პოლიტტექნოლოგი სვიატოსლავ ფიოდორჩუკი, რომელიც ლექციებს უტარებს იმდროინდელ არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ მედიას და უხსნის, თუ რა არის მაიდანი, როგორ უნდა მოემზადო, რა ტექნიკური ასპექტებისგან შედგება ის და ა.შ. გადის თითქმის 9 წელიწადი. ამ პერიოდში აქტიურად განიხილება ჯინ შარფის მიერ დაწერილი ეს ბროშურა (ჯინ შარფის „როგორ მოვემზადოთ რევოლუციისთვის“), რომელიც მორგებული აქვთ ყველა ტიპის საზოგადოებებზე, დაწყებული ბოგოტადან, დამთავრებული ბიშკეკით.

 

ჩვენი საზოგადოება ხომ არ არის უნიფიცირებული მასა, თუმცა წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მომხდარიყო მასების უნიფიცირება, შეექმნათ რაღაც ახალი ადამიანი, ქართველი არა, არამედ ახალი ადამიანი, რომელიც იქნებოდა იდენტური კოლუმბიაში, ყირგიზეთში, საქართველოშიც და დაექვემდებარებოდა ამ ტრენინგებს. შეექმნათ ქმნილება, რომელიც საკვანძო სიტყვის გაგებისთანავე, თავად გავიდოდა და თავის კუთვნილ როლს შეასრულებდა - ზოგი მოლოტოვის კოქტეილს ისროდა, ზოგი პოლიციელს ჩაარტყამდა, ზოგი მანქანას ცეცხლს წაუკიდებდა, ზოგი თავისიანს ჩუმად მიეპარებოდა და ზურგში დანას ჩაარტყამდა, რომ სისხლი დაღვრილიყო და საქმე უმართავ პროცესებამდე მისულიყო“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

მისი თქმით, ქართული საზოგადოება არაერთხელ აღმოჩნდა ვითარების არევისა და დესტრუქციის მცდელობის მოწმე.

 

„ეს ყველაფერი რამდენიმეჯერ ვნახეთ, მცდელობა ვნახეთ, ივნისის მცდელობა, მარტის რეპეტიცია, ელემენტები დავინახეთ. სექტემბერში კი, სპეცსამსახურებმა გვანახეს აისბერგის ზედაპირი, მწვერვალი. აისბერგის შიგნით რა ხდება, ამას სპეცსამსახურები ვერ გვეტყოდნენ, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან მაგრად ვართ მომზადებულები.

 

ჩვენ აქამდე ერთი ნაბიჯით ყოველთვის უკან ვიყავით და გვიწევდა რაღაც თავის მართლების პოზაში ჩადგომა, უხერხული სიტუაციიდან გამოსავლის ძებნა. ახლა პრევენციას პრევენციაზე ვახვედრებთ, მათი გეგმები ვიცით, დაფინანსების წყაროები ვიცით, ფონდები ვიცით, რაშიც გვეხმარება ამერიკული „ფარას“ კანონი, რისთვისაც ამერიკელებს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი და კარგი კანონი აქვთ შემუშავებული. სწორედ ამ კანონის მეშვეობით ვიგებთ, ხშირ შემთხვევაში, ლობისტური ხელშეკრულებების დეტალებს. ვიცით ვინ სად რეკავს, რა საკითხებზე საუბრობენ, როგორ აპირებენ ხელისუფლების აყირავებას, საზოგადოების აფეთქებას.

 

ანუ, ყველაფერი ამ ეტაპზე მიდის ძალიან კარგად: როსკიპები დაუძველდათ, შეცვლა კი არ უნდათ. ეს არის ჩემი კომენტარი“, - დასძინა დავით ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner