logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: თუ ვინმე არის რეგიონში ევროპული ღირებულებების დამცველი და ერთგული, ეს არის საქართველო. ცხადია, ჩვენ ნამდვილად გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი
- +

29 სექტემბერი. 2023. 23:25

 

 

მე ვფიქრობ, რომ ის შეცდომა, რომელიც ევროპამ ცოტა ხნის წინ დაუშვა, როდესაც არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, კარგად გადაიაზრეს. ცხადია, რომ საქართველოს ნამდვილად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი.

 

„თუ ვინმე არის რეგიონში ნამდვილი, სამართლიანი ევროპული ღირებულებების დამცველი და ერთგული, ეს არის საქართველო. ცხადია, რომ ჩვენ ნამდვილად გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე, ვარჰეის განცხადება ჩემთვის არის იმედის მომცემი, რომ ბოლოს და ბოლოს საქართველოსთან მიმართებაში მოხდება სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

 

ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირი გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს დამატებით თანხებსა და ბაზარზე წვდომას შესთავაზებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner