logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: კარგა ხანია ამაზე გვაქვს საუბარი, რომ რადიკალები ემზადებიან რევოლუციური სცენარისთვის - მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, უბრალოდ არ გამოუვიდათ
- +

29 სექტემბერი. 2023. 23:36

 

 

კარგა ხანია ამაზე გვაქვს საუბარი, რომ რადიკალები ემზადებიან რევოლუციური სცენარისთვის - მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, უბრალოდ არ გამოუვიდათ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„მათ ხალხი არ აჰყვა, რადგან გაიშიფრნენ და არ გაჰყვნენ რევოლუციურ სცენარში. მორიგი იერიშის მიტანა უნდათ ქართულ სახელმწიფოზე. ამასთან დაკავშირებით, პრევენციის სახით სუს-მა განცხადება გააკეთა, სადაც კონკრეტული არგუმენტები იყო“, - აღნიშნა ზარქუამ.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ წუთებში ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრის, სერბეთის მოქალაქეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner