საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის გუნერნატორ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა:
„ყოფილი პრეზიდენტი დევნაშია და ის შტაბს რეალურად ხელმძღვანელობს, ეს ნორმალურია?! ბრალი აქვს პროკურატურის მიერ წაყენებული 4 საქმეზე და ლიდერად გამოჰყავთ წინა პლანზე. ნორმალურია, როდესაც მისი მეუღლე ამბობს, რომ თვალებში ჩახედა?! ნორმალურია, რომ არ ჩამოდის და კითხვებს არ პასუხობს?! სახელმწიფოს პატივს არ სცემს. ისევ რომ რევოლუციით იმუქრება და ამის თავი არ აქვს ამ საცოდავს. არანაირად არ აქვს ამის რესურსი. ეს ნორმალურია, ისევ რომ რევოლუციით გვაშინებს?! არანორმალურია, ისევ ჩვენ უნდა გადავალაგოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.