„მიხეილ სააკაშვილი არის სრულად სხვადასხვა სპეცსამსახურის პროექტი. საქართველოში მისი შემოპარვა ორგანიზებული იყო უკრაინის კონტრდაზვერვის მოადგილის მიერ, რომლის წინააღმდეგ გამოძიება მიდის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მაშინ, ჩვენ მტკიცებულებები და საუბრები ვნახეთ, რითაც მტკიცდებოდა, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის მოადგილე ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარვაში. ამიტომ, პრობლემა იმაში კი არ არის მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში როდის მოვა ან წავა, საქართველოს მოქალაქეობა აქვს თუ სხვა ქვეყნის, პრობლემაა იმაში, რომ ის არის სპეცსამსახურების პროექტი და ამიტომაც უნდოდა საქართველოში სიტუაციის არევა. ეს ადამიანი არის ქართული ეროვნული ინტერესის მოწინააღმდეგე და ცდილობს, ქვეყანა არიოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.