logo_geo
eng_logo
რიჩი დიქსონი: საქართველოს ნაკრები გარდამავალ ეტაპზეა
- +

30 სექტემბერი. 2023. 01:30

 

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რიჩი დიქსონმა 2023 წლის მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნების“ გამოსვლა შეაფასა.

 

პირველი არხისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოს ნაკრები გარდამავალ ეტაპზე იმყოფება.

 

„ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები გარდამავალ ეტაპზეა. გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეებით. 2023 წლის მსოფლიო თასი საქართველოსთვის რთული სწორედ ამ მიზეზის გამოა. უნდა ვნახოთ, რა იქნება მომდევნო მსოფლიო პირველობაზე 2027 წელს.

 

მიუხედავად ამისა, მომევნო ორ თამაშში ეს გუნდი ყველაფერს გააკეთებს თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენებისთვის და ჩვენ, ყველა მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა რიჩი დიქსონმა.

 

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს 2011 წელს, ახალ ზელანდიაში ჩატარებულ მსოფლიო თასზე ედგა სათავეში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner