"ყველას მოეთხოვება განსაკუთრებული ყურადღება, სიფრთხილე და ბუნებრივია, ეს ავალდებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ გარემოებების მიმართ იყოს კრიტიკულიც და ქმედითიც", - ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ რადიკალური ოპოზიციის მიერ სამოქალაქო არეულობის შესაძლო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
„თემა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება და აქა-იქ ვაწყდებით-ხოლმე ისეთ განცხადებებს ოპოზიციის მხრიდან ან ისე გაჟონილ ინფორმაციებს, რომელიც ცალსახად მოწმობს, რომ ოპოზიციას აქვს გეგმა, რომელიც სისხლიანი რევოლუციების სცენარებს უკავშირდება. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ყველას მოეთხოვება განსაკუთრებული ყურადღება, სიფრთხილე და ბუნებრივია, ეს ავალდებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ ასეთი გარემოებების მიმართ იყოს კრიტიკულიც და ქმედითიც. ღმერთმა ქნას, რომ ამასთან დაკავშირებით ვარაუდები უსაფუძვლო აღმოჩნდეს და არავინ გარეული ასეთი სცენარების დაგეგმვაში“, - განაცხადა სარჯველაძემ.