პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდამავალი წარმატებით ასრულებდა ავადმყოფის როლს, ახლა კი მას ამ როლიდან გამოსვლა სურს, ამიტომაც არაერთხელ განაცხადა, რომ სათავეში ჩაუდგება ოპოზიციურ მოძრაობას.
„ერთი მხრივ მელია, მეორე მხრივ კი ხაბეიშვილი - ორივე ცდილობს, უპირატესობა მოიპოვოს პოლიტიკურ ველზე. ხაბეიშვილს მხარს უჭერს კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტი, მელია კი ფიქრობს, დამოუკიდებლად გააგრძელოს გზა. ბრძოლა მიდის იმისათვის, ვინ უფრო მეტ რესურსს გააცნობს საზოგადოებას - თუ რა შეუძლიათ, თუკი დესტაბილიზაციას გადაწყვეტენ“, - აცხადებს ვოლსკი.
დარჩება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული დაპირისპირების შემდეგ, სავარაუდოდ, 7 ოქტომბერს გაირკვევა, როდესაც პარტიის ყოფილი თავმჯოდმარე თანამოაზრეებს შეხვდება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მისი და თანაგუნდელების მომავალი პოლიტიკური საქმიანობა იქნება და არ არის გამორიცხული, ნიკა მელიამ „ნაცმოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს.