"ელექტრონული არჩევნები იმისთვის არის, რომ ნებისმიერი პოტენციური საშიშროების პრევენცია მოახდინოს: ამ დროს არც ინტერნეტთან არის წვდომა, რომ ჰაკერული თავდასხმა მოხდეს; მის გარშემო არანაირი სპეკულაციის საშუალება არ არსებობს და ა.შ", - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი სპეკულაციისა და ადამიანების დადანაშაულების გამოსარიცხად, მთავრობამ ელექტრონული არჩევნების გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებთან პოტენციური პრეტენზიის საშუალებაც არ არსებობს.
„ანგლო-საქსებს აქვთ ძალიან კარგი გამონათქვამი: მოუსმინე მეგობრის რჩევას და მოიქეცი ისე, როგორც ის მოიქცეოდა, და არა მისი რჩევიდან გამომდინარეო. მომწონს, რომ საქართველო ასეც ოპერირებს. მთელი ცივილიზაცია თანხმდება, რომ ელექტრონული არჩევნები არის უალტერნატივო და ყველა სისტემას შორის საუკეთესო ვერსია. ასევე, ნებისმიერი სპეკულაცია და ადამიანების დადანაშაულება რომ გამოვრიცხოთ, მივიღეთ ელექტრონული არჩევნების გადაწყვეტილება. ოღონდ, არა საქართველოში წარმოებული ტექნიკით, რადგან პიონერები არ ვართ, არამედ უკვე დატესტილი, გამართული, აწყობილი ტექნიკით და უბრალოდ, ეს გამზადებული მოდელი მივიღეთ ე.წ. წარმოებაში, საარჩევნო სპეციფიკის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, 2024 წლის არჩევნებთან პოტენციური პრეტენზიის საშუალებაც არ არსებობს.
„გლობალური ომის პარტიას“ ყველა თემა გაუმარგინალდა და რადიკალურ ოპოზიციას კელი დეგნანის ბოლო დანატოვარს, ანდერძს ასრულებინებენ, რომ საკუთარი მოწონებული ტექნოლოგია და მიღწევა ელექტრონული არჩევნების სახით, ჩვენს შემთხვევაში დააწუნებინონ“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.