logo_geo
eng_logo
პოლიციამ გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

30 სექტემბერი. 2023. 13:08

 

პოლიციამ გაუპატიურების,ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა, - ამის შესახებ აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ლ.მ. გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

 

 

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, ნაცნობ გოგონებთან, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი, ასევე, მათ
არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მათ მიმართ მუქარასაც ახორციელებდა.

 

 

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ლ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

 

გაუპატიურების,ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner