„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას განცხადებას პოლიტიკაში წასვლის თაობაზე ეხმაურება.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საინტერესოა, გვარამია პოლიტიკაში წრფელი დაპირებებით და სუფთა ხელებით მოდის?
„აქამდე ხომ ბალეტმაისტერად მუშაობდი სოფლის კლუბში. უბრალოდ ახალ ინოვაციას უყრი საფუძველს. ადრე როგორ იყო შენისთანების პოლიტიკაში მოსვლა - წრფელი დაპირებებით და სუფთა ხელებით. მერე უჩნდებოდა შენისთანებს "უსუნო ფულის" მიმართ დაუოკებელი მიდრეკილება, ნეხვში ამოსვრა, მერე შიშები და დაცვით სიარული. აქ კი პირიქით მოხდა - ნაძარცვი ქონებით, პირადი დაცვით, შენი მარჩენალი-პრეზიდენტის ლამის დედის გინებით, სტრასბურგის ევროპელი მოსამართლეების კორუფციონერებად გამოყვანით - უკვე ფსკერისკენ მიმავალი პოლიტიკური "ტიტანიკის" გადარჩენის დაპირებით პოლიტიკაში "წასვლა".
ვთქვი და განვმეორდები - გაკოტრებულ საროსკიპოს ავეჯის, საწოლების გადაადგილება ვერ შველის. ვერ შველის ვერც გაცვეთილი ბებერი როსკიპების განახლებული მაკიაჟი, პლასტიკური ოპერაციები, თუ სულაც სქესის შეცვლის პროცედურები. რაც შეეხება საროსკიპოს ახალგაზრდა კადრებით როტაციას - აქაც საკუთარ დაგებულ ხაფანგში გაეხვიეთ. თქვენს მიერ გამოზრდილ, დაზომბირებულ, დატრენინგებულ, გა-ტიკ-ტოკ-ებულ, პრიმიტიულ აზროვნებაზე დაპროგრამირებულ "შთამომავლობაზე" ფსონის დადებით, რომლებსაც ერთ წყობაში 3-5 წინადადების გადაბმა უჭირთ, რომლებიც მაქსიმუმ, შემოგდებული ბრენდებისა და სტიგმების თუთიყუშებივით ღრიალი შეუძლიათ და მარტივი სქემებით ელემენტარული ერთსვლიანი დავალებების შესრულება - პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ვერ შექმნი...
ამიტომ "ბრუნდებიან" პოლიტიკაში ბებერი როსკიპები - სულ რომ კორპორაციას ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანონ, პირადი სიამოვნება მაინც მიიღონ ჩვეული საქმიანობით. ისე "წადიან პოლიტიკაში" - თავის კლიენტებს ვერც საკუთარ პოლიტიკურ იდეოლოგიას უხსნიან, ვერც პარტიულ საპროგრამო ნაირსახეობას სთავაზობენ. არც კლიენტს სჭირდება პრინციპში მაგისთანები და არც როსკიპებს. სხეულის მარტივი მოძრაობებით შემოიფარგლებიან, რაც საყურებლადაც კი ამაზრზენია, მაგრამ ჩვენც ნუ ვუყურებთ...
P.S.: ისე, პოლიტიკაში "მოსვლა" უფრო უპრიანად ჟღერს. "წასვლა" - რუსული ჰომალდის მისამართს უფრო შეეფერება“, - წერს ქართველიშვილი.