logo_geo
eng_logo
6-7 სექტემბერს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა
- +

8 სექტემბერი. 2016. 15:29



სსსტც „დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ 6 და 7 სექტემბერს კახეთის რეგიონში რამდენიმე მასშტაბური სეტყვასშიში ღრუბლის მასა განეიტრალდა. აღნიშნულზე „დელტა" განცხადებას ავრცელებს.

 

„6 სექტემბრის 16:40 საათიდან ახმეტის რაიონში განვითარდა სეტყვასაშიში ფრონტალური ღრუბლის მასა.

 

17:38 საათიდან 19:07 საათამდე ღრუბლის ფრონტი ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და სიღნაღის რაიონებში ეტაპობრივად გავრცელდა. სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 % იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 30 მმ.

 

17:41 დან 19:24 საათამდე ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით ეტაპობრივად დამუშავდა. გასროლილ იქნა 100 ერთეულამდე რაკეტა.

 

7 სექტემბრის 13:34 სათიდან დედოფლისწყაროს რაიონში შიდამასიური ღრუბელი განვითარდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-25 მმ, სეტყვის მოსვლის ალბათობა კი 80 % იყო.

 

18:30 დან 20:09 საათამდე შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბელი თელავის, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონებშიც წარმოიშვა.

 

19:12 საათიდან 22:07 საათამდე  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ ღრუბლების ეტაპობრივი დამუშავება განხორციელდა. გასროლილი იქნა 60  ერთეულამდე რაკეტა.

 

 დამუშავების შედეგად ნალექის მასები უწვრილესი სეტყვის და წვიმის სახით  ჩამოიცალა", - ნათქვამია განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner