logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: მე უკვე დათვლილი მაქვს დაახლოებით ცხრა „ნაცმოძრაობა“, ბოლოს ორი შეემატა - მელია და გვარამია თავიანთი შტოებით
- +

30 სექტემბერი. 2023. 14:46

 

მე უკვე დათვლილი მაქვს დაახლოებით ცხრა „ნაცმოძრაობა“, ბოლოს ორი შეემატა - მელია და გვარამია თავიანთი შტოებით, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

 

 

ეს ადამიანები ერთად რომ იყვნენ, ვერაფერი დააკლეს ვერც საქართველოს, ვერც ხელისუფლებას და ვერც „ქართულ ოცნებას“. ახლა მარტივ მამრავლებად დაშლილები იქნებიან საკუთარი ტელევიზიების სიუჟეტების გმირები“, - აცხადებს ოდიშარია.

 

 

დარჩება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული დაპირისპირების შემდეგ, სავარაუდოდ, 7 ოქტომბერს გაირკვევა, როდესაც პარტიის ყოფილი თავმჯოდმარე თანამოაზრეებს შეხვდება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მისი და თანაგუნდელების მომავალი პოლიტიკური საქმიანობა იქნება და არ არის გამორიცხული, ნიკა მელიამ „ნაცმოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner