რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ დღეს ჩაატარებს.
ფიჯის ნაკრები C ჯგუფში მეორე ადგილზეა და მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს, საქართველო კი შეეცდება, ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილისთვის იბრძოლოს, რაც მომავალ მსოფლიო თასზე ავტომატურად თამაშის შესაძლებლობას მისცემს.
მატჩი ბორდოში 19:45 საათზე დაიწყება.