logo_geo
eng_logo
პროექტის „ნატო, როგორც საქართველოს საიმედო პარტნიორი, ქვეყნის ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისა და ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე“ პრეზენტაცია გაიმართა
- +

30 სექტემბერი. 2023. 16:28

 

პროექტის „ნატო, როგორც საქართველოს საიმედო პარტნიორი, ქვეყნის ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისა და ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

პროექტის მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც სამიზნე აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა შეხვდეს სფეროს ექსპერტებსა და მოწვეულ მომხსენებლებს, მოისმინოს და განიხილოს ნატოს უახლესი სტრატეგიები, მიზნები, ინტერესები, შესაძლებლობები და ისტორია.

 

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მოლოდინზე ჟურნალისტების კითხვასაც უპასუხა. ალექსანდრ ვინიკოვის თქმით, ნებისმიერი პროგრესი, მიღწეული ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, იქნება ნატოში ინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯიც.

 

 

ნატო და ევროკავშირი სხვადასხვა ორგანიზაციაა, მაგრამ ნებისმიერი პროგრესი, რასაც საქართველო მიაღწევს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ასევე არის პროგრესი, რასაც საქართველო მიაღწევს ნატოში გაწევრიანებისკენ. ორივე ორგანიზაცია, ევროკავშირიც და ნატოც დაფუძნებულია ისეთ ღირებულებებზე და პრინციპებზე, როგორებიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა. ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, სრულყოფილად გამოიყენონ არსებული შესაძლებლობების ფანჯარალოს“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner