logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: ვერანაირი ორგანიზაციების კონსულტაციები ვერ უშველის ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას, რომ თავისი სანუკვარი ოცნება აიხდინონ - გადაატრიალონ ქვეყანა და დაბრუნდნენ ხელისუფლებაში
- +

30 სექტემბერი. 2023. 17:52

 


"ვერანაირი ორგანიზაციების კონსულტაციები ვერ უშველის ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას, რომ თავისი სანუკვარი ოცნება აიხდინონ - გადაატრიალონ ქვეყანა და დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, "- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ რადიკალური ოპოზიციის მიერ სამოქალაქო არეულობის შესაძლო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

 

 

მინდა დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოების თითოეული წევრი, ფეხი არ ჩაეტევათ. საქართველო ეს ის ქვეყანა არ არის, როდესაც შესაძლებელი იყო მავნე რევოლუციური თუ ფსევდო-რევოლუციური ძალების მიერ სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება. დღეს სახელმწიფო სტრუქტურები სულ სხვა დონეზეა, ინსტიტუციები სხვაგვარად ძლიერია, შესაბამისად, ვერანაირი ორგანიზაციების კონსულტაციები ვერ უშველის ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას, რომელმაც არაც თუ არ უწყის, პირდაღებული შოშიებივით ელოდებიან თუ რა წინადადებებს მიაწვდიან და რა ტიპის კონსულტაციას გაუწევენ იმისთვის, რომ თავისი სანუკვარი ოცნება აიხდინონ - გადაატრიალონ ქვეყანა და დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა ოდიშარიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner