იტალიურმა მედიამ „ლეჩესთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა, რომელშიც „ნაპოლიმ“ 4:0 მოიგო და ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი გააკეთა.
კვარას თამაში რასაკვირველია დადებითად შეფასდა და მისმა საგოლე გადაცემამ აღტაცებაც გამოიწვია.
Tuttomercatoweb 6.5 ქულა - „ჩაწოდება ოსიმენზე, რომელიც საგოლე პასად იქცა, არის ცისარტყელა, რომელიც თავისი მარჯვენა ფეხით დახატულია. კიდევ ერთი პასუხი მათ, ვინც ამბობდა, რომ მან თამაში მარტში შეწყვიტა“.
Sportmediaset 6.5 ქულა - „პირველი ტაიმისა და რამდენიმე გამონათების შემდეგ, მეორე ტაიმის სტარტზე იდეალური საგოლე პასი გაუკეთა ოსიმენს. შესანიშნავი ჩაწოდება, რომლის შემდეგ ნიგერიელს უბრალოდ ბურთი ბადეში ჰქონდა გადასაგზავნი“.
Calcionapoli1926 7 ქულა - „ცოცხალი სტარტი „უდინეზესთან“ მატჩის კვალდაკვალ. 55 წუთი მაღალ დონეზე და დიდებული საგოლე პასი ოსიმენზე“.
Calciomercato.it 7.5 ქულა - იცავს, ქმნის და ასრულებს. მას გოლი დააკლდა, მაგრამ ერთ საათში ყველაფერი გაიღო. ოსიმენზე პასი კი იმდენად გემრიელია, რომ მას ჩვენგან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ერგო“.
Tuttonapoli 7 ქულა - „უდინეზესთან“ გოლმა დაამშვიდა და კვარა ნელ-ნელა თავის საფირმო სტილში თამაშობს. ოსიმენზე ასისტი, რომლითაც წარსულშიც გამოუწვევია აღფრთოვანება, ჩვეული განსაცვიფრებელი სილამაზით გამოირჩევა“.
Calciomercato.com 7 ქულა - „ფლანგზე თავისი მომაჯადოებელი მოქმედებით ბრუნდება, ოსიმენზე საგოლე პასი ულამაზესია“.