logo_geo
eng_logo
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო
- +

30 სექტემბერი. 2023. 21:43

 

 

თბილისის მერმა კახა ჯალაძემ 2023 წლის თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას "თბილისობა 2023" მიულოცა.

 

2023 წლის საპატიო თბილისელის წოდება მიიღო 26-მა მოქალაქემ. მათ შორის არიან:

 

არჩილ ხომასურიძე - რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, აკადემიკოსი; ჟანრი ლოლაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; ნუგზარ უბერი - ექიმი, პედიატრი; ალექსანდრე კოტორაშვილი - ფოტორეპორტიორი; რამაზ გახოკიძე - მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი; გია ბაღაშვილი - მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე; გურანა გრიგორაშვილი - ექიმი, მეცნიერი და მკვლევარი; ნანა ფაჩუაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; თამაზ მაღლაკელიძე -  ექიმი-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; ამირან ქორიძე - ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მეცნიერი; გურამ ახალაია  - მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე;

 

მურმან ჯინორია  - თეატრისა და კინოს მსახიობი; ლია სტურუა  - პოეტი; ლეო ანთაძე  - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; იმედა  კახიანი  - კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; იამზე  დოლაბერიძე  - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი; ლევან ლაღიძე  - მხატვარი; დავით მაღრაძე   - პოეტი, საზოგადო მოღვაწე; რადიშ თორდია  - მხატვარი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო მხატვარი; ავთო მახარაძე  - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; ზურაბ ლეჟავა  - სპორტსმენი, მწვრთნელი, კარატეს ქართული სკოლის ფუძემდებელი; მანანა ახმეტელი  - მუსიკათმცოდნე, პედაგოგი; მამუკა ჩარკვიანი  - მუსიკოსი, კომპოზიტორი; ევა ბაბალაშვილი -  მხატვარი, მწერალი; რევაზ არველაძე -   ენერგეტიკოსი, ინჟინერი, ტექნიკის მეციერებათა დოქტორი; ზაზა ავალიანი - ექიმი - ფტიზიატრი.

 

დედაქალაქის მერმა თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner