logo_geo
eng_logo
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაცია გაიმართა
- +

1 ოქტომბერი. 2023. 10:26

 

 

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაცია გაიმართა.

 

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით, რიყის პარკში, ორბელიანის მოედანზე და აბანოთუბანში საარჩევნო იმიტირებული კენჭისყრისთვის სპეციალური კუთხეები მოეწყო. მოქალაქეები პირადად ეცნობოდნენ, თუ როგორ მუშაობს ელექტრონული ტექნოლოგიები და ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების საშუალებით იმიტირებულ არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას.

 

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე გაავრცელეს საინფორმაციო ფლაერები, სადაც დეტალურად არის ასახული ის საარჩევნო სიახლეები და პროცედურები, რომელიც მოქალაქეებს 2024 წელს საარჩევნო უბნებზე დახვდებათ.

 

როგორც ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა აღნიშნა, არჩევნების მოდერნიზების პროცესში, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის და საარჩევნო სიახლეების შესახებ.

 

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაციას თბილისობის მონაწილეებისთვის დღესაც გამართავენ. საინფორმაციო აქცია 2 დღის განმავლობაში თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

 

ინფორმირების კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფარგლებში შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა დღესასწაულებზე, ასევე საჯარო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და სხვა ხალხმრავალ ადგილებში ინტენსიურად ჩატარდება. კამპანიის მიზანია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩევლებს ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner