გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები გაიხსნა სამივე მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრა დაწყებულია.
103 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით წარიმართება, 30 საარჩევნო უბანზე კი ხმის მიცემა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და გასაჯაროვდება.