logo_geo
eng_logo
დღეს საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება
- +

1 ოქტომბერი. 2023. 10:37

 

 

გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები გაიხსნა სამივე მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრა დაწყებულია.

 

103 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების  - ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით წარიმართება, 30 საარჩევნო უბანზე კი ხმის მიცემა  ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და გასაჯაროვდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner