logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: „ნაცმოძრაობა“ დაპირებებზე როგორ ლაპარაკობს?! რომელი დაპირება აასრულეთ?!
- +

1 ოქტომბერი. 2023. 11:31

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„შავნოდარას გამოკითხვა ჰქონია, ხალხს ეკითხება, „ოცნებამ“ როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრებაო?

 

ცვლილებათა ვრცელი სიაა. მაგალითად, ციხეებში საკონცენტრაციო ბანაკები დაიხურა. ვისაც თქვენ იჭერდით, თქვენთვის ისინი დასახვრეტები იყვნენ. დღეს კი პარლამენტის და დედაქალაქის გადაწვის მსურველებს პატრიოტებად გვატენით.

 

ბიზნესის დატერორება, ღამის 3 საათზე ქონებების ახევა შეწყდა. ანუ, ნოტარიუსების ცხოვრება გაუმჯობესდა. ღამით აღარ მუშაობენ. ცოტაა?

 

ასევე, ერთიანი ნეოფაშისტური ორგანიზაციის ჟურნალისტების ყოფა გაუმჯობესდა. „ოცნება“ რომ არ იყოს და მის წინააღმდეგ არ სჭირდებოდეთ თქვენს პატრონებს, ასეთი მაღალანაზღაურებადები არ იქნებოდით. ქვეყნის ნაძარცვი ფულით ფინანსდებით და კითხვები არ გიჩნდებათ.

 

სააკაშვილს და მის პარტიელებს ის თუ ახსოვთ, რა დაპირებებით მოვიდნენ 2003 წელს? სააკაშვილის 1999 წლის გამოსვლას რომ მოისმენ, უკვე მაშინ ჰქონდა ყველა დაპირება დასრულებული.

 

დევნილებს რომ დაჰპირდით, ახალ წელს სოხუმში შეგახვედრებთო, შეუსრულეთ? „ნაცმოძრაობა“ დაპირებებზე როგორ ლაპარაკობს?! რომელი დაპირება აასრულეთ?!

 

კასრების საქმის განაჩენის მცირე ამონარიდი უნდა გამოგიქვეყნოთ, იქნებ გაგახსენდეთ წარსული?!

 

ვერ გაიგეს ნაციონალების პატრონებმა, რომ არ ჭრის ეს იაფფასიანი პროპაგანდა.

 

ხალხს არ სურს წარსულში დაბრუნება. ხალხს „ოცნების“ შემდეგ სურს „ოცნებაზე“ უკეთესი მთავრობა. დღეს კი არენაზე მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, თავისი მძიმე წარსულით“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner