logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: ერთიანი ოპოზიცია ხელისუფლებას რეალურ კონკურენციას ვერ გაუწევს
- +

11 მარტი. 2016. 12:55


„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური სპექტრი, გაერთიანების შემთხვევაში, ხელისუფლებას 2016 წლის არჩევნებზე რეალურ კონკურენციას ვერ გაუწევს. ამის შესახებ მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ დღეს პარტიებს ხელისუფლებაში მოხვედრა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის გამო სურთ და სწორედ ეს არის ქართული პოლიტიკის მთავარი პრობლემა.


„ვერ გაუწევს ერთიანი ოპოზიცია რეალურ კონკურენციას ხელისუფლებას, ისევ და ისევ, თუ არ იქნება ფარული ხელშეწყობა თავად მმართველი გუნდის მხრიდან. მათ სხვაგვარად კონკურენციის გაწევის რესურსი არ გააჩნიათ. საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ არსებობს, ვერ ჩამოყალიბდა. დღესაც კი კონტურები არ არის ამის გამოკვეთილი. ესენია დაჯგუფებები, რომელიც შეკრებილია მეტ-ნაკლებად ცნობადი პიროვნებების გარშემო. ამ ადამიანების ძირითადი მიზანია, ნებისმიერი ხერხით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ვინაიდან ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს მატერიალურ და სხვა რესურსებისადმი წვდომას. ანუ, მათ ხელისუფლებაში მოსვლა რეფორმების გასატარებლად კი არა, საკუთარი კეთილდღეობის გამო სურთ.

 

ჩვენთან ხალხი ჯერჯერობით პიროვნებებს აძლევს ხმას და არა პროგრამებს. ამიტომ, ჩვენთან შესაძლებელია მსგავსი რამ, რაც მოხდა „ახალი მემარჯვენეებისა" და კუკავას გაერთიანებით.  ერთი აცხადებდა, რომ მისი ძირითადი მიზანი იყო NATO-ში გაწევრიანება, მეორე რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობდა. ეს ანეკდოტად ჟღერს უცხოელებისთვის, მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა", - განაცხადა პეტრე მამრაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner