logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდარიშვილი: კენჭისყრა ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს
- +

1 ოქტომბერი. 2023. 11:38

 

 

„კენჭისყრა ამ ეტაპამდე ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. უმნიშვნელო მცირედი შეფერხების გარეშეც კი“, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

 

„იმედი მაქვს, რომ სამივე ოლქში ამომრჩეველს ექნება თავისუფალ გარემოში კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა იმ სერვისებით, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იქნება გამოყენებული. შესაბამისი დაგეგმარება ჩვენ ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გვაქვს განხორციელებული, მათ შორის რისკების პრევენციისა და მართვის გეგმა, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ გადამზადება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების, ამომრჩეველთა აქტივობა და მათ მიერ მიმღებლობა ამ საარჩევნო ტექნოლოგიების, იქნება გარანტია იმისა, რომ 2024 წელს ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მაღალპროფესიულ დონეზე ჩავატაროთ არჩევნები“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner