„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში ყოველთვის იყო, მისი პოლიტიკაში ყოფნა, მით უმეტეს, რაც საქართველოში შემოიპარა, ძირითადად, ქვეყნის იმიჯის დაზიანებაზე იყო აგებული, როდესაც ის მოტყუებით ცდილობდა, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთაც დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ მას წამლავენ, აწამებენ და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ამით დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-სტატუსს გამოეხმაურა, სადაც პატიმარი ექს-პრეზიდენტი წერს: „ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებსა და თვეებში“.
„სააკაშვილი თუ ამავე სტილში აგრძელებს, არც არასდროს ყოფილა პოლიტიკიდან შორს, უბრალოდ, მისი პოლიტიკა ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყო. ერთხელაც არ მოუხდია ბოდიში, არა მხოლოდ წარსულის გამო, არამედ დღევანდელობაში, როცა ფულს იხდიდნენ, რომ საქართველოს შესახებ ყველაზე უფრო მძიმე ბრალდებები, ტყუილი გაევრცელებინათ. სავსებით ჯანმრთელი ადამიანი ქვეყანას აბრალებდა, მომწამლა ქვეყანამ და მაწამესო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.