logo_geo
eng_logo
საქართველოში 2-3 ოქტომბერს წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი
- +

1 ოქტომბერი. 2023. 14:18

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, ღამის საათებში – აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

 

სინოპტიკოსების ცნობით, ასევე შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

 

ამასთან, 3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა, ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობზე, შესაძლებელია, ძალიან ძლიერი. ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვაა ნავარაუდევი.

 

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner