logo_geo
eng_logo
მთიან ყარაბაღში გაერო-ს მისია ჩავიდა
- +

1 ოქტომბერი. 2023. 17:07

 

 

30 წლის განმავლობაში პირველად, 1 ოქტომბერს გაერო-ს მისია მთიან ყარაბაღში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, ამ მისიის მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების შეფასებაა.

 

ცნობისთვის, ერევნის ბოლო მონაცემებით სომხეთში ყარაბაღიდან 100 ათასზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა, რაც მოსახლეობის დაახლოებით 85%-ს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონიდან გასვლის ინტენსივობა შემცირდა.

 

სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ სარჩელი შეიტანა, სადაც ბაქოს მთიან ყარაბაღში სომხების უფლებების დარღვევაში სდებს ბრალს.

 

ბაქომ სარჩელს უსაფუძვლო და აბსურდული უწოდა. მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სომხები ყარაბაღს მხოლოდ საკუთარი არჩევანით ტოვებენ და სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ დაბრუნდნენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner