logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სამწუხარო ფაქტია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტამდე მივედით
- +

1 ოქტომბერი. 2023. 17:43

 

 

„სამწუხარო ფაქტია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტამდე მივედით - არ შეიძლება, კონსტიტუცია დაარღვიო, თანაც აღიარო ეს დარღვევა და ადამიანებს შეასაღო, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა დღევანდელ დღესთან შესაბამისობაში“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე შესაბამისი რეაგირებაა საჭირო.

 

„შენ თუ არ სცემს შენს კონსტიტუციას პატივს, არა მგონია, ვინმე იყოს ისეთი, ვინც სერიოზულად შეხედავს შენს მმართველობას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს კონსტიტუცია - საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა 3 ოქტომბერს არის ჩანიშნული. სწორედ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner