logo_geo
eng_logo
საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები დასრულდა
- +

1 ოქტომბერი. 2023. 20:10

 

 

პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები 20:00 საათზე დასრულდა. გორი-კასპის ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა, ხოლო გურჯაანში მერს ირჩევდნენ. ამ დროისთვის ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

 

გორი-კასპის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატი იყო რეგისტრირებული: გიორგი სოსიაშვილი (,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) და მამუკა ტუსკაძე (პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“).

 

№32 გორის საარჩევნო ოლქში 68 უბანი იყო გახსნილი და 94 987 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 52 უბანზე არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა, 16 უბანზე კი ტრადიციულად მისცეს ხმა. ოლქში სპეციალური უბანი გახსნილი არ იყო, თუმცა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლები, სპეციალური სიის საფუძველზე, საკუთარი არჩევანი გორის №12 უბანზე დააფიქსირეს.

 

№30 კასპის საარჩევნო ოლქში 39 079 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

ოლქის თავმჯდომარის, ნანა ნონიაშვილის ინფორმაციით, 29 საარჩევნო უბნიდან, გორი-კასპის მაჟორიტარის შუალედური არჩევნები 23 უბანზე ელექტრონული, 6-ზე კი ტრადიციული წესით ჩატარდა.

 

შეგახსენებთ, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner