ავტორი ანა ნონიკაშვილი
„2017 წელს კვლავ გავაგრძელებთ ჩვენს ძირითად საქმიანობასა და ძირითად პროექტებს. აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს, მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას, პრეს და ინფო ტურების ორგანიზებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან",- ამის შესახებ „რეპორტიორს"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა.
ჩოგოვაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქმიანი და სამედიცინო ტურიზმის განვითარებას.
„2017 წელს კვლავ გავაგრძელებთ ჩვენს ძირითად საქმიანობასა და ძირითად პროექტებს. აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს, მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას, პრეს და ინფო ტურების ორგანიზებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქმიანი (MICE) და სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენა, და ამ კუთხით კვლავ გავაგრძელებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას. როგორც მოგეხსენებათ, 7-9 სექტემბერს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის პირველ საერთაშორისო კონფერენციას ვმასპინძლობთ, საქართველოში ჩამოდის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები და ვფიქრობთ, რომ ეს კონფერენცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის პოტენციალს ამ კუთხით.
სასიხარულოა, რომ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO ) ღონისძიებას საქართველოში მომავალ წელსაც გამართავს. 4-7 აპრილს კი ევრაზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციას ვუმასპინძლებთ",-განაცხადა ჩოგოვაძემ.