logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ თეორიული მოსვლა ხელისუფლებაში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სამუდამოდ დავემშვიდობოთ ჩვენს ძირძველ ტერიტორიებს და ამ ტერიტორიების დაბრუნების უზენაეს იდეას
- +

1 ოქტომბერი. 2023. 20:35

 

 

მათი თეორიული მოსვლა ხელისუფლებაში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სამუდამოდ დავემშვიდობოთ ჩვენს ძირძველ ტერიტორიებს და ამ ტერიტორიების დაბრუნების უზენაეს იდეას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

 

„დღესაც ამბობენ [„ნაციონალური მოძრაობა“], რომ რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ეს ხომ წარმოუდგენელია და არ მოხდება, არ დავუშვებთ ქართველ ხალხთან ერთად, მზად არიან გახსნან მეორე ფრონტი, დაიწყონ ომი. მათი თეორიული მოსვლა ხელისუფლებაში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სამუდამოდ დავემშვიდობოთ ჩვენს ძირძველ ტერიტორიებს და ამ ტერიტორიების დაბრუნების უზენაეს იდეას. მე დიდი ოპტიმიზმით ვარ გამსჭვალული და ოპტიმიზმით ვუყურებ ჩვენს მომავალს. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება. გაერთიანების შემთხვევაში, მჯერა ეს მალე მოხდება, აბსოლუტურად სხვანაირი ქვეყანა გავხდებით. ამ უზენაესი და დიადი მიზნებისთვის, ამ იდეისთვის უნდა ვიშრომოთ ყველამ და ჩვენ ჩვენი აგური უნდა დავდოთ. უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის მშვიდობა, სტაბილურობა, ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. მე ამისთვის როგორც პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩვენი გუნდის წევრი, გავაკეთებ მაქსიმუმს. ჩვენგან იქნება აბსოლუტურად უკომპრომისო ბრძოლა“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner