“სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით, 25-27 მლრდ ლარი იყო, დღეს 80 მლრდ ლარია, მომავალ წელს კი 85 მლრდ ლარი იქნება”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„პრაქტიკულად მთელი ქვეყნის ეკონომიკა გასამმაგდა. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ჩვენ მომავალ წელს ვიქნებით უკვე საკმაოდ დაწინაურებული. 8 600 დოლარზე ადის უკვე ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი. ლარებში ეს დაახლოებით, 22-23 ათასი ლარია, მაშინ იყო 7-8 ათასი ლარი. აი, ასეთი სხვაობაა.
შედარებისთვის, კიდევ ერთი მაგალითი მინდა გავიხსენო. ბანკებში დეპოზიტების საერთო მოცულობა დაახლოებით, 2-3 მლრდ დოლარი იყო. დღეს არის 23 მლრდ - თითქმის, გაათმაგებულია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.