logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ და თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენელმა აკადრო და გაუკეთო შენი ქვეყნის მოსახლეობას ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუკეთა
- +

1 ოქტომბერი. 2023. 20:43

 

 

ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ და თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენელმა აკადრო და გაუკეთო შენი ქვეყნის მოსახლეობას ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუკეთა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„დღეს ახალგაზრდებს რომ მოუყვე რა ხდებოდა, რა დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის ადამიანების მიმართ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების მიმართ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ, შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს და ვერც კი წარმოიდგინოს, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ქვეყანაში. ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ და თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენელმა აკადრო და გაუკეთო შენი ქვეყნის მოსახლეობას ის, რაც ამათმა [„ნაციონალურმა მოძრაობამ“] გაუკეთეს“, - აღნიშნა კალაძემ.

 

თბილისის მერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში ისევ იმ საქმეს აკეთებს, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდა, თუმცა, ამისთვის უფრო ნაკლები რესურსი აქვთ.

 

„ბევრმა ადამიანმა იცის მათი ხელწერა. ეს ადამიანები ოპოზიციაში უკვე იმავეს აკეთებენ, უბრალოდ უფრო ნაკლები რესურსი აქვთ, მაგრამ ის, რაც გააჩნიათ - ბულინგი, შეურაცხყოფა, ოჯახებში მივარდნა თავიანთი ტელევიზიების მეშვეობით, სიბინძურის, სიყალბის კამპანია, დღესაც იმავეს აგრძელებენ“, - აღნიშნა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner