logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ეს არის დიდი პოლიტიკური გამარჯვების დღე, როდესაც ჩვენ გავერთიანდით და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დავამარცხეთ ძალა, რომელიც ქვეყანას ხვევდა ომში
- +

1 ოქტომბერი. 2023. 20:45

 

 

ეს არის დიდი პოლიტიკური გამარჯვების დღე, როდესაც ჩვენ გავერთიანდით და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ დავამარცხეთ ყველა იმ მშვიდობიანი მეთოდით, რომელსაც საარჩევნო პროცესი ითვალისწინებს, ის ძალა, რომელიც დაპატრონებული იყო არა მხოლოდ პოლიტიკურ ხელისუფლებას, არამედ ყველა ინსტიტუტს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

 

„ეს არის დიდი პოლიტიკური გამარჯვების დღე, როდესაც ჩვენ გავერთიანდით და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ დავამარცხეთ ყველა იმ მშვიდობიანი მეთოდით, რომელსაც საარჩევნო პროცესი ითვალისწინებს, ის ძალა, რომელიც დაპატრონებული იყო არა მხოლოდ პოლიტიკურ ხელისუფლებას, არამედ ყველა ინსტიტუტს, ქვეყანას ხვევდა ომში, კარგავდა დამატებით ტერიტორიებს, მასობრივად არღვევდა ადამიანის უფლებებს და სტრასბურგის სასამართლოს ავსებდა საქართველოდან გაგზავნილი პატიმართა, თუ სხვა ჩვენი თანამოქალაქეთა საჩივრებით“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

კულტურის მინისტრის თქმით, პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გზით გაისტუმრა ხელისუფლებიდან, დღეს კვლავ ცდილობს ქვეყანაში სიტუაციის არევას.

 

„დღეს ჩვენ რა თქმა უნდა ამ დღეს აღვნიშნავთ, ამ დიდ გამარჯვებას, ვულოცავთ ერთმანეთს, მაგრამ ასევე დანანებით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს წინ დიდი ბრძოლები იმისათვის, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გავისტუმრეთ ხელისუფლებიდან 2012 წლის 1 ოქტომბერს, კვლავ ცდილობს არიოს ქვეყანა და სწორედ ამას უნდა შევებრძოლოთ კვლავ მშვიდობიანი მეთოდებით ისე რომ ჩვენი ქვეყანა არ დაზიანდეს, მაგრამ ეს ბრძოლა კიდევ ერთხელ უნდა გადავიხადოთ განსხვავებული ფორმებით, მაგრამ ეს ბრძოლები კვლავ გადასახდელია“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner