logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილს ხშირად უთქვამს, რომ როდესაც სახლიდან გამოდიოდა, მეუღლესა და ბავშვებს ემშვიდობებოდა, არავინ იცოდა რა შეიძლება მომხდარიყო, რადგან ყველაფერზე წამსვლელი იყო „ნაციონალური მოძრაობა“
- +

1 ოქტომბერი. 2023. 20:49

 

 

ჩვენ ძალიან ბევრჯერ, ბევრ რამეზე გვისაუბრია ბიძინა ივანიშვილთან და ხშირად უთქვამს ასეთი რამ, რომ როდესაც სახლიდან გამოდიოდა, მეუღლესა და ბავშვებს ემშვიდობებოდა, რადგან არავინ იცოდა რა შეიძლება მომხდარიყო. ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ და ყველაფრის მკადრებლები, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ იმ პერიოდთან დაკავშირებით განაცხადა, როდესაც „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა.

 

„მას [ბიძინა ივანიშვილს] ჰქონდა უდიდესი ავტორიტეტი, სარგებლობდა უდიდესი მხარდაჭერით და ძალიან დიდი სიყვარულით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან, რამაც ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, რომ გავერთიანებულიყავით მის ირგვლივ. რა თქმა უნდა საფრთხეს წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილის ფიგურა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ყველაფერი მოსალოდნელი იყო მათი მხრიდან. ჩვენ ძალიან ბევრჯერ, ბევრ რამეზე გვისაუბრია ბიძინა ივანიშვილთან და ხშირად უთქვამს ასეთი რამ, რომ როდესაც სახლიდან გამოდიოდა, მეუღლესა და ბავშვებს ემშვიდობებოდა, რადგან არავინ იცოდა რა შეიძლება მომხდარიყო. ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ და ყველაფრის მკადრებლები“, - აღნიშნა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner