logo_geo
eng_logo
შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ერთ-ერთი ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს ეხმიანება
- +

1 ოქტომბერი. 2023. 20:55

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„საზოგადოებისთვის გადამოწმებული და სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ „ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარი იყო, ერთ-ერთი შემთხვევის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ. განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორები, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ორმა პირმა, პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოხატა აგრესია.

 

პატრულ- ინსპექტორებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, არაერთხელ მოუწოდეს მათ სიმშვიდისკენ, თუმცა აღნიშნული მოქალაქეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას და პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, დააზიანეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის სამხრე კამერა.

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამხრე კამერების ჩანაწერები, მათ შორის მედიაში გავრცელებული კადრები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნივთმტკიცების სახით დართულია სისხლის სამართლის საქმეზე და კანონით დადგენილი წესით გადაცემულია დაცვის მხარისთვის. პატრულ-ინსპექტორების მიერ ერთ-ერთი პირი შემთხვევის ადგილზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაკავდა, ხოლო მეორემ მიმალვა შეძლო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მეორე პირი მოგვიანებით, ამავე ბრალდებით თბილისში დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner