logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: საქართველოს ხელისუფლების გატარებულ რეფორმებს NATO დადებითად აფასებს
- +

8 სექტემბერი. 2016. 15:58


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ „რეპორტიორთან"  ჩრდილოატლანტიკური საბჭოსსაქართველოში  ვიზიტზე ისაუბრა. როგორც გუგული მაღრაძემ განაცხადა, NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი არჩევნებამდე  ერთი თვით ადრე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ NATO განიხილავს საქართველოს, როგორც ერთგულ მოკავშირეს.




„NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი არჩევნებამდე  ერთი თვით ადრე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ NATO განიხილავს საქართველოს, როგორც ერთგულ მოკავშირეს და ისეთ ქვეყანას, რომელსაც სერიოზული წინსვლა აქვს დემოკრატიის განვითარების გზაზე.

 

ფაქტია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია და საერთოდ,  NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი არაწევრ სახელმწიფოში და ასეთი ხშირი კონტაქტი საქართველოსთან, რომელიც არ არის წევრი სახელმწიფო, ნიშნავს იმას, რომ ის რეფორმები, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა, ძალიან დადებითად არის შეფასებული NATO-ს მიერ", - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner