logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო, რომ საზოგადოებას სრულად გაეაზრებინა ის სიკეთეები, რომელიც ევროინტეგრაციასა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული
- +

1 ოქტომბერი. 2023. 21:41

 

 

„ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო, საზოგადოებას სრულად გაეაზრებინა ის სიკეთეები, რომელიც ევროინტეგრაციასა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული. „ქართული ოცნების“ დამსახურებითაა, რომ საზოგადოებამ სრულად გააცნობიერა ეს მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანაში ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა რიცხვი 85 %-მდე გაიზარდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეს მონაცემი 65%-ს შეადგენდა.

 

„საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მანდატ-მინიჭებული ხელისუფლებაა. სწორედ ამ მანდატით არის არჩეული, რომ მოხდეს საქართველოს მეტი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. ეს არის მანდატი, რომელი მოგვცა ჩვენმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლება ვართ ამის განმახორციელებელი.

 

რაც შეეხება რუსულ ნარატივს, რომლითაც საქართველოში ოპოზიცია, ზოგიერთი არასამთავრობო და ევროპარლამენტის ზოგიერთი რუსული სტილის პოლიტიკოსი ამკვიდრებს-ხოლმე და ცდილობს, გამიჯნოს საზოგადოება, ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ტიპური რუსული, „კაგებეს“ სახელმძღვანელოებიდან ამოკითხული ინსტრუმენტები, რომლებსაც იყენებენ რუსული სტილის პოლიტიკოსები, ენჯეოები და რუსული სტილის ოპოზიცია. ამ რუსულ პროპაგანდას რაიმე სახით გასავალი რომ ჰქონდეს საქართველოში, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანებას 85%-იანი მხარდაჭერა არ ექნებოდა საქართველოში.

 

სხვათა შორის, ევროინტეგრაციის მხარდაჭერა 85 %-მდე „ქართული ოცნების“ პირობებში ავიდა. მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში, რომლებიც მჯიღს იცემდნენ, თითქოს ისინი არიან ყველაზე დიდი ევროპელები, მაშინ ევროინტეგრაციის მხარდაჭერას 65% ჰქონდა. „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო საზოგადოებას სრულად გაეაზრებინა ის სიკეთეები, რომელიც ევროინტეგრაციასთან და ნატოში ქვეყნის გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული. „ქართული ოცნების“ დამსახურებითაა, რომ საზოგადოებამ სრულად გააცნობიერა ეს მხარდაჭერა.

 

რაც შეეხება რუსული სტილის არასამთავრობოებს და პოლიტიკოსებს, ერთადერთი, ვინც ამ მეთოდს იყენებს საქართველოს მიმართ, რუსეთია. გვახსოვს პუტინის მოლოცვები, როდესაც ის ქართველ ხალხს ულოცავს რაღაც დღესასწაულს და არ ულოცავს საქართველოს ხელისუფლებას. ამიტომ მივულოცავ იმ ევროპარლამენტარებს, არასამთავრობოებსა და ქართულ ოპოზიციას ამ ნარატივში პუტინის გვერდით დგომას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner