logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: „ვარდების რევოლუციას“ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მხრიდან. დღესაც ქვეყნის არევით ბევრი აქტორი იქნება დაინტერესებული
- +

1 ოქტომბერი. 2023. 21:49

 

 

ზოგადად, რევოლუციებს ყოველთვის ჰყავს-ხოლმე ისეთი მხარდაჭერები გარედან, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს, მხარდამჭერი არ უნდა ყოფილიყო. იგივე „ვარდების რევოლუციას“ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

მან საქართველოში შესაძლო არეულობის გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღესაც ქვეყნის არევით ბევრი აქტორი იქნება დაინტერესებული.

 

„ზოგადად ვიტყვით, რომ რევოლუციებს ყოველთვის ჰყავს-ხოლმე ისეთი მხარდაჭერები გარედან, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს, მხარდამჭერი არ უნდა ყოფილიყო. იგივე „ვარდების რევოლუციას“ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ყველას გვახსოვს, ვინც იმ დროს თვალ-ყურს ვადევნებდით, რომ მაშინდელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივანოვი პირდაპირ იყო ჩართული, რომელიც აქ ჩამოდიოდა, მედიატორობდა და იგივე შევარდნაძის საკითხთან დაკავშირებით, უშუალოდ მედიატორი იყო და პარლამენტის შენობის წინ, მიტინგზეც კი გამოდიოდა. ასე, რომ მარტო დასავლეთი არ იყო, რუსეთის იყო ძალიან დაინტერესებული.

 

დღესაც ქვეყნის არევით ბევრი აქტორი იქნება დაინტერესებული - ვიღაცას ვხედავთ, ვიღაცას ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner