რა შეიცვალა 2012 წლიდან ქვეყანაში - როგორია მშვიდობის და განვითარების პოლიტიკა - „იმედის კვირა“ შეეცადა კონკრეტული პროექტების მოძიებას. ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილია, ნაწილის შესახებ კი დღეს გაიგებთ.
2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურა შეიქმნა 500-მდე ობიექტზე, მოეწყო 200-მდე რეკრეაციული სივრცე, დაიგო და მოწესრიგდა გზები, აშენდა ავტომაგისტრალის საერთო ჯამში 177 კმ-იანი მონაკვეთი, რაც ქალაქებს შორის მიმოსვლის დროს ამცირებს და უფრო კომფორტულს ხდის.
ტყიბულში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 730-ზე მეტ შენობას, აქედან 40 -ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ქვეყნის 38 წერტილში 140 000-მდე მოსახლისთვის წყლის პრობლემა მოიხსნა. გაზიფიცირდა 771 დასახლებული პუნქტი, ეს კი 15 ათასზე მეტი ახალი აბონენტია. ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა მაღალმთიან დასახლებებშიც, 2025 წელს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალით დაიფარება 1000-მდე სოფელი. გაიხსნა იუსტიციის 100 სახლი, გამარტივდა მომსახურების სერვისებზე წვდომა, ხოლო მობილური იუსტიციის სახლები ის მაღალმთიან რეგიონებშიც ხელმისაწვდომია.
დაინერგა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელმაც 11 ათასამდე პროექტი დააფინანსა, ამან კი 65 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა.
ფარმაცევტულ ბაზარზე რეგულაციების შედეგად, 2300-ზე მეტი მედიკამენტი საშუალოდ 40%-ით გაიაფდა. თურქეთის ბაზრის გახსნით, ასობით დასახელების მედიკამენტზე ფასი შემცირდა 60%-80%-მდე.
2015 წლიდან დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, კვლევებიც და წამლებიც უფასოა. 84000-მდე პაციენტმა ისარგებლა პროგრამით, განკურნების მაჩვენებელი 99% -ია.
სიმსივნით დაავადებული ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად აფინანსებს, როგორც საქართველოში ისე თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში.
სახელმწიფო პროგრამით, სრულად ფინანსდება ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციაც, ეს იმ მასშტაბის ხარჯებია, პაციენტს საცხოვრებლის გაყიდვა რომ უწევდა.
2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი 32 000-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღო. საცხოვრებელი კომპლექსი, ერთდროულად, ქვეყნის 5 ქალაქში შენდება და უახლოეს 2 წელში კიდევ 13 ათასი დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თბილისში „პოლიციის ქალაქი“ შენდება. პირველ ეტაპზე აქ 1000-მდე პოლიციელი დასახლდება.
,,ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა. უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა და ქვეყნისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე გაიხსნა.
საქართველოს სახელმწიფოს ლევილის ისტორიული მამული მფლობელობაში გადმოეცა და ამ სივრცის გაცოცხლების პირველი ნაბიჯებიც ვიხილეთ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2191 სტუდენტი ჩაირიცხა. რუსეთის აგრესიის შედეგები დღემდე განსაკუთრებულ სირთულედ რჩება ქვეყნისთვის. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მოიგო ყველა საქმე, როგორც სტრასბურგში ისე ჰააგაში.
2012 წელს პატიმართა რიცხვი 24 114 იყო, დღეს სასჯელს 9 802 მსჯავრდადებული იხდის.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2012 წელთან შედარებით, თითქმის 84%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ბიუჯეტის მოცულობა 202%-ით არის გაზრდილი.