logo_geo
eng_logo
როგორ გეგმავდა თეა გოდოლაძე ტყიბულის დახურულ შახტში 500 ტონა ტროტილის აფეთქებას და აფეთქებით გამოწვეული ბიძგების შესწავლას - „იმედის კვირის“ ექსკლუზივი
- +

1 ოქტომბერი. 2023. 22:44

 

 

სამეცნიერო ექსპერიმენტულ აფეთქებას და ამ აფეთქებით გამოწვეული ბიძგების შესწავლას „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე უცხოელ კოლეგებთან ერთად გეგმავდა, - ამის შესახებ ინფორმაცია „იმედის კვირას“ წყარომ მიაწოდა.

 

რამდენად სახიფათო იყო ამ მასშტაბის აფეთქება ტყიბულისთვის, „იმედის კვირას“ დოკუმენტური კვლევა არ აქვს, თუმცა სპეციალისტები დრამატულ სურათზე საუბრობენ. თანხმობის შემთხვევაში ექსპერიმენტი შესაძლოა სახელმწიფოსთვის მძიმე შედეგით დასრულებულიყო.

 

პროექტის წინააღმდეგი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ამერიკის საელჩოც იყო - ერთადერთი, ვინც წლების განმავლობაში გეგმის ბოლომდე მისაყვანად იბრძოდა, თეა გოდოლაძე და მისი უცხოელი პარტნიორები არიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner