ავტორი მარიამ პაიჭაძე
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე „რეპორტიორთან" საუბარში საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს. ცვლილებები ეხება საწარმოო დანიშნულების ძირითად საშუალებებზე იმპორტის დროს იმპორტიორების დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლებას. გიორხელიძის შეფასებით, ეს ცვლილება საქმეში გაცილებით მეტი შემოსავლის მომცემი იქნება და აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
„ეს ყველაფერი უფრო ადრეც იყო გასაკეთებელი. რეალურად არანაირ შეღავათებზე არ არის საუბარი. ის, რაც ქვეყანას სჭირდება, ახალი დანადგარები, ტექნოლოგიები და ა.შ., რომელსაც შენ არ აწარმოებ, არანაირ კონკურენციას შიდა ბაზარზე ის არ გიწევს, ცხადია, ღიად უნდა შემოიტანო. აღნიშნული ცვლილება, რა თქმა უნდა, რეალურ საქმეში გაცილებით მეტი შემოსავლის მომცემი იქნება. ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ დადებითად შეიძლება შევაფასოთ აღნიშნული ინიციატივა", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.