გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონატში სტუმრად „ზლატე მორავცეს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი და მოქმედი კაპიტნები „ნაიკლიგის“ მეცხრე ტურის შეხვედრაში ბრატისლაველების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. „სლოვანმა“ მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში, „ზლატე მორავცეს“ კარი იარომირ ჟმრალმა აიღო.
48-ე წუთზე მარკო ტოლიჩი მეკარესთან მარტო დარჩა და ზუსტად დაარტყა. 75-ე წუთზე კი ხორვატმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა, ხოლო „სლოვანმა“ 3:0 მოიგო.
სლოვაკეთის ჩემპიონატში გამართული ცხრა ტურის შემდეგ ბრატისლაველებმა 17 ქულა დააგროვეს და მეოთხე ადგილზე დაწინაურდნენ.