logo_geo
eng_logo
გურამ კაშიამ „სლოვანს“ უკაპიტნა - ვლადიმირ ვაისის გუნდმა სტუმრად მოიგო
- +

1 ოქტომბერი. 2023. 23:28

 

 

გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონატში სტუმრად „ზლატე მორავცეს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

 

საქართველოს ნაკრების ყოფილი და მოქმედი კაპიტნები „ნაიკლიგის“ მეცხრე ტურის შეხვედრაში ბრატისლაველების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. „სლოვანმა“ მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში, „ზლატე მორავცეს“ კარი იარომირ ჟმრალმა აიღო.

 

48-ე წუთზე მარკო ტოლიჩი მეკარესთან მარტო დარჩა და ზუსტად დაარტყა. 75-ე წუთზე კი ხორვატმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა, ხოლო „სლოვანმა“ 3:0 მოიგო.

 

სლოვაკეთის ჩემპიონატში გამართული ცხრა ტურის შემდეგ ბრატისლაველებმა 17 ქულა დააგროვეს და მეოთხე ადგილზე დაწინაურდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner