logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: სალომე ზურაბიშვილს ევალებოდა ეთქვა, რომ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში საქართველოს გზა დასავლეთისაკენ, გნებავთ ევროკავშირის, გნებავთ ნატო-ს მიმართულებით, არათუ ჩაიხერგა, არამედ დაიხურა მთლიანად
- +

1 ოქტომბერი. 2023. 23:53

 

 

მთავარი, რაც მას [ზურაბიშვილს] ევალებოდა როგორც ქვეყნის პრეზიდენტს და თანაც მთავარსარდალს, უნდა ეთქვა, რომ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში საქართველოს გზა დასავლეთისაკენ, გნებავთ ევროკავშირის, გნებავთ NATO-ს მიმართულებით, არათუ ჩაიხერგა, არამედ დაიხურა მთლიანად, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ვიცნობ ქალბატონ სალომეს და ბევრს ვიცნობ, ვინც ჯერ კიდევ საფრანგეთიდან იცნობს მას. ფრანგები ამბობდნენ, რომ უნიჭო ადამიანი არაა, მაგრამ უფრო თავნება პიროვნებააო. ძალიან სიამოვნებს ვიღაცის ჯიბრზე რაღაც გააკეთოსო. ამ ვოიაჟების შედეგად, დასავლურ ელიტებში - მაკრონს შეხვდა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში იყო, იქ არის ეს აზრი, რომ აი საფრანგეთის მოქალაქე, ნამდვილი ევროპელი ქალი პრეზიდენტი იბრძვის იმისათვის, რომ საქართველომ ევროპაში დაიმკვიდროს ადგილი. ეს მხოლოდ ქულების დასაწერი საქციელია. რჩება ერთი წელიწადი პრეზიდენტობაზე. მან იცის, რომ „ქართული ოცნებიდან“ მას მხარს აღარავინ დაუჭერს. მთავარი, რაც მას [ზურაბიშვილს] ევალებოდა როგორც ქვეყნის პრეზიდენტს და თანაც მთავარსარდალს, უნდა ეთქვა, რომ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში საქართველოს გზა დასავლეთისაკენ, გნებავთ ევროკავშირის, გნებავთ NATO-ს მიმართულებით, არათუ ჩაიხერგა, არამედ დაიხურა მთლიანად და ამაზე არაერთი განცხადება გაკეთდა საჯაროდ. იანუკოვიჩსაც კი, სუპერ კორუმპირებულ უკრაინაში უკვე მაგიდაზე ედო და აწერდა ხელს ასოცირების და ყოვლის მომცველი ვაჭრობის ხელშეკრულებას და საქართველო ამ სიაში აღარ იყო, ამოღებული იყო. მოლდოვა იყო, სომხეთიც კი იყო და საქართველო - არა. იმიტომ, რომ გამოქვეყნდა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შესახებ მასალები, უარი თქვეს [საქართველოში] ანტიმონოპოლიური კანონის მიღებაზე და ბევრი სხვა რამის გამო“, - აღნიშნა მამრაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner