logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: რადიკალური ოპოზიციის გეგმა ასეთია - იქნებ, ლობისტებისა და სხვების მეშვეობით მიაღწიონ, რომ კანდიდატის სტატუსი ისევ არ მოგვცენ და ამის გამო შეიკრიბოს ახალგაზრდობა. პროვოკაციებისა მოწყობის ნამდვილი პროფესიონალები არიან
- +

2 ოქტომბერი. 2023. 00:05

 

 

“რადიკალური ოპოზიციის გეგმა ასეთია - იქნებ, ყველაფერი გავაკეთოთ და ჩვენი ლობისტებისა და სხვების მეშვეობით იმას მივაღწიოთ, რომ კანდიდატის სტატუსი ისევ არ მოგვცენ. იქნებ, ამის გამო შეიკრიბოს ახალგაზრდობა. სპონტანურად აქციებზე გამოსული ახალგაზრდები მარტის თვეშიც იყვნენ”, - ამის შესახებ პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციაში პროვოკაციებისა და მიტინგების მოწყობის ნამდვილი პროფესიონალები არიან.

 

„ადრე ვთქვი, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პრობლემა გახდება პრაქტიკულად ერთად ერთი შანსი და ბერკეტი „ნაცებისა“ და მათთან ასოცირებული პარტიების ხელში და იცით რატომ? იქ არიან პროვოკაციებისა და მიტინგების მოწყობის ნამდვილი პროფესიონალები და ამას ვერ წავართმევთ. მათ ძალიან კარგად იციან, გამოცადეს ეს წლების განმავლობაში. მას შემდეგ რაც სააკაშვილი საქართველოდან გაიქცა, რომ ვერ აგროვებენ ხალხს. შესაძლოა, ძალიან დიდი თანხა დახარჯონ და 5-7 ათასი კაცი შეაგროვონ”.

 

მისივე თქმით, მათ დაინახეს თავიანთი უმწეობა, როდესაც სააკაშვილი დააპატიმრეს და მოსახლეობა ქუჩაში არ გამოვიდა.

 

„თუმცა, ევროპული გზის მხარდასაჭერად ხალხის ნაწილი გამოდის. შესაძლოა, ხალხმა ისინი არ გაიკარა, მიკროფონებთან არ მიუშვა, მაგრამ მასა ხომ გამოდის! მათი გეგმა ასეთია: იქნებ, ყველაფერი გავაკეთოთ და ჩვენი ლობისტებისა და სხვების მეშვეობით იმას მივაღწიოთ, რომ კანდიდატის სტატუსი ისევ არ მოგვცენ. იქნებ, ამის გამო შეიკრიბოს ახალგაზრდობა. სპონტანურად აქციებზე გამოსული ახალგაზრდები მარტის თვეშიც იყვნენ“, - განაცხადა მამრაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner