logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: მიუხედავად სუს-ის გამაფრთხილებელი განცხადებისა, „CANVAS საქართველო“-ს წარმომადგენლები მაინც ჩამოვიდნენ საქართველოში. ეს არის თავხედობა
- +

2 ოქტომბერი. 2023. 00:28

 

 

მიუხედავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამაფრთხილებელი განცხადებისა, რომელიც იყო სადღაც 1 კვირის წინ, ამ ორგანიზაციის [„CANVAS საქართველო“] წარმომადგენლები მაინც ჩამოვიდნენ საქართველოში. ეს ჯერ ერთი თავხედობაა, მეორე მხრივ, არის ის, რომ მათ აქვთ კონკრეტული დავალება, ფულია გადახდილი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ „იმედი Live“-ში

 

„მიუხედავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამაფრთხილებელი განცხადებისა, რომელიც იყო სადღაც 1 კვირის წინ, ამ ორგანიზაციის [„CANVAS საქართველო“] წარმომადგენლები მაინც ჩამოვიდნენ საქართველოში. ეს ჯერ ერთი თავხედობაა, მეორე მხრივ, არის ის, რომ მათ აქვთ კონკრეტული დავალება, ფულია გადახდილი, უფულოდ არაფერი ხდება და საათი ჩართულია. დანარჩენი ყველაფერი დამოკიდებულია ვითარებაზე საქართველოში, მათ შორის იმ საკითხზე როგორიცაა კანდიდატის სტატუსის მიღება და იმ სცენარებზე, რომელსაც წერენ. მერწმუნეთ, ფანტაზიის უნარი აქვთ. უნდათ თავის მომხრეებში და საზოგადოების ერთ ნაწილში შექმნან მტრის ხატი. თავიდანვე დაიწყეს „ქართულ ოცნებაზე“ იარლიყის - პრორუსულის ჩამოკიდება, ამ ბოლო დროს ეს უფრო გააქტიურდა, ეს ხომ შემთხვევით არ ხდება“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

 

„კანვასი“ ნახსენებია სუსის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარკვეული პირები საქართველოში სამოქალაქო არეულობას გეგმავენ, რომლის მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და „ევრომაიდნის“ მოწყობა. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბრი სახელდება, მთავარი შემსრულებლები კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან. გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არის დაგეგმილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner