„პრეზიდენტმა არ უნდა დაარღვიოს კონსტიტუცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, დანარჩენი მეცხრეხარისხოვანია! კონსტიტუციის დარღვევა ვერ მართლდება ვერანაირი განმარტებებით“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„კარგად ჩაიხედონ კანონში იმპიჩმენტის შესახებ. ჩამონათვალია, იმპიჩმენტის საკითხი რა შემთხვევაში დგება. პირველ ადგილზე კონსტიტუციის დარღვევაა, შემდეგ მოდის სახელმწიფოს ღალატი და შემდეგ სისხლის სამართლის სხვა დანაშაულები. კონსტიტუციის დარღვევა ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლება და ასეა მთელს მსოფლიოში. ამიტომ, დავარღვიე კონსტიტუცია იმის გამო, რომ რაღაც... აღარ მოდის. თუნდაც ის მუხლი, რაზეც აპელირება კეთდება, მასში მკაფიოდ წერია - თავისი კომპეტენციის ფარგლებში. კომპეტენცია კი ნიშნავს იმას, რომ მთავრობასთან შეთანხმებით უნდა განახორციელოს შეთანხმებითი ფუნქციები.
შეთანხმება ეს არ არის, შეიძლება, იქ წავიდე? - ასე არ არის. თანხმდება ვიზიტის საკითხები, მოლაპარაკებების წარმოების ტაქტიკა და ასე შემდეგ. წინასწარ უნდა იყოს გათვლილი, რა შედეგი დადგება მისი ამ აქტივობის შემდეგ და არა ის, რომ ჩავედი და ჩამოვედი“, - აღნიშნა სალუქვაძემ.