იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში პირველი ტურის მატჩები გაიმართა. თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ „სკაფატის“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 81:75 გაიმარჯვა.
ბოლონიელების წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა შენგელიას კარგმა თამაშმა. მან 25 წუთში 21 ქულა (1/7 ორქულიანი, 2/1 სამიანი, 5/4 საჯარიმო), 7 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. თორნიკე მატჩის ბომბარდირი გახდა, მის გუნდში ვიცე-სნაიპერი დანიელ ჰაკეტი იყო, რომელმაც 13 ქულა ჩააგდო.
„ვირტუსი“ უახლოეს მატჩს 5 ოქტომბერს გამართავს – ეს იქნება ევროლიგის გახსნითი შეხვედრა კაუნასის „ჟალგირისთან“.