ავტორი ანა ფერაძე
„იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას. აქვე ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოსთვის დადებით შედეგს გამოიღებს.
„საქართველოს მყაად აქვს აღებული დასავლური ინტეგრაციისკენ გეზი. რაც თავისთავად გულისხმობს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სრულუფლებიანი წევრობის სურვილს. საქართველო ამ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირში ხედავს თავისუფლებას, დემოკრატიას და უსაფრთხოებას. ამ სამი მიზეზის გამო საქართველო მიისწრაფცის ჩრდილოატლანტიკური კავშირისაკენ. მე დარწმინებული ვარ, რომ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დადებით შედეგს გამოიღებს საქართველოსთვის", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.